ხიდაშელი ჯოზეფ დაულის გამოსვლაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი მიკერძოებული განცხადებები კეთდება

„სახალხო პარტიის თავმჯდომარის“ განცხადება და ის პრინციპულად განსხვავდება იმ განწყობებიდან, რაც ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყანაში ამ პარტიის წარმომადგენლებისგან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, მხარს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.
მისივე თქმით, როცა EPP-ს პრეზიდენტი დაწერილ ტექსტს კითხულობს, მისთის სრულიად გაუგებარი ამბები უკავშირდება ერთმანეთს.
“ეს არის „სახალხო პარტიის თავმჯდომარის“ განცხადება და ის პრინციპულად განსხვავდება იმ განწყობებიდან, რაც ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყანაში ამ პარტიის წარმომადგენლებისგან. სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადებები კეთდება, აბსოლუტურად მიკერძოებული და არანაირ კავშირში მყოფ რეალობასთან და საქმესთან. სამწუხაროა, როცა EPP-ს პრეზიდენტი დაწერილ ტექსტს გვიკითხავს და ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბებს აკავშირებს ერთმანეთთან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მინისტრის თქმით, ევროპის სახალხო პარტიის ხმების საქართველოს სასარგებლოდ გადანაწილება გაცილებით მნიშვნელოვანია.
“ეს ნორმალური, გასაგები პროცესია. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სახალხო პარტიის ხმები საქართველოს სასარგებლოდ გადანაწილდეს”, – აღნიშნა ხიდაშელმა. კითხვაზის – ვის მიერ დაწერილ ტექტს კითხულობდა EPP-ს პრეზიდენტი, საპასუხოდ თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ “არ იცის, თუმცა ფაქტია, რომ დაწერილ ტექტს კითხულობდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები