თინა ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული ურთიერთობა მაქვს

დიახ, მე მაქვს რეგულარული ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან და არანაირი პრობლემა ამ ურთიერთობებს არ აქვს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
„გიდასტურებთ – დიახ, მე მაქვს რეგულარული ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან და არანაირი პრობლემა ამ ურთიერთობებს არ აქვს“, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თვლის, რომ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მასირებული შეტევა მიმდინარეობს.
„ბრმა უნდა იყო, ვერ ხედავდე, რომ არის სრულიად მასირებული შეტევა პირადად თავდაცვის მინისტრზე. აქ თინა ხიდაშელში არ არის საქმე მხოლოდ და ცალკეულად, არამედ ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე შეტევა, დაწყებული გაუგებარი ადამიანებისგან, გაუგებარი პოლიტიკური წარმოშობის თუ საზოგადოებრივი აქტივობის მქონე ადამიანებიდან, დამთავრებული ამხელა მეზობელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებით“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები