„სექსის ტიტანად უნდათ წარმოგვიდგინონ თავი, შეიძლება ზოგს არ დაესიზმროს, ისეთები მაქვს გავლილი“

„ფარული ჩანაწერების გავრცელება შესაძლოა, ჩემზე დადებითად აისახოს და თქვან, ამ ხნის კაცს კიდევ რამდენი შესძლებიაო“, – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გააკეთა.
გაზეთი დაინტერესდა, თუ რატომ იმეორებს დეპუტატი ჩანაწერების გამავრცელებელთა მოწოდებას? არსებობს თუ არა მის შესახებ ინტიმური კადრები და რა ფორმულას სთავაზობს ის მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ. მეჭიაური ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე პრეზიდენტის ცნობილ განცხადებასაც ეხმაურება.

– ზოგიერთები, რომ ტრაბახობენ და სექსის ტიტანებად რომ უნდათ, წარმოგვიდგინონ თავი, მთლად ასეც არ არის… ყველას რაღაც გაგვივლია ცხოვრებაში, მაგრამ ამით ტრაბახი არ არის კაცური საქციელი. შეიძლება ზოგს არ დაესიზმროს, ისეთები მაქვს გავლილი, მით უმეტეს, ჩვენს დროს უფრო დიდი წვალებად გვიჯდებოდა ამის გაკეთება. ასე მდიდულ გარემოში არ ვცხოვრობდით და სექსუალურ გამოდილებას რეზიდენციაში არ ვიღებდით. საბჭოთა კავშირის დროს ქალაქიდან ქალაქში გვიწევდა ამის გაკეთება. ეს არ არის სატრაბახო, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირებზე არსებობს ისეთი კომპრომატები, რომლებიც შეიძლება გმოიყენონ მათ დასაშანტაჟებლად. ეს არის დიდი საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, მაშინ, თუ ასეთ პირებს მნიშვნელოვან საიდუმლოებზე აქვთ წვდომა. ისე კი ყველას აქვს უფლება, იცოდეს, ვის ქირაობს. ჩვენ, საჯარო მოხელეები მოსახლეობის მიერ ვართ დაქირავებულები. თუ მკითხავენ, დადიოდი თუ არა ქალაქებშიო, პირდაპირ ვეტყვი, კი, დავდიოდიო-მეთქი.

ძმაკაცების ცოლებში არ დავდიოდი ზოგიერთებივით. ამას რომ ვეტყვი ამომრჩეველს, მერე მათი გადასაწყვეტია, მომცემენ თუ არა ხმას, მაგრამ როდესაც ამომრჩეველს ატყუებ და ეუბნები, რომ ქალებში დავდივარო და სინამდვილეში კაცებში დადიხარ, ეს უკვე არაა სწორი საქციელი. კი, ბატონო, ვინც კაცებში დადის, იმას შეიძლება ჰყავდეს თავისი ამომრჩეველი,მაგრამ რატომ ატყუებ ამომრჩეველს?

– გამორიცხავთ, რომ ამ სახის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი თქვენზეც არსებობდეს?

– არ გამოვრიცხავ, თუმცა ყველაზე კარგი, რაც ამის გავრცელებით შეიძლება გააკეთონ, იქნება ის, რომ ერთ ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანს გამინაწყენებენ. შეიძლება, მეორე მხრივ, ჩემზე დადებითად აისახოს და თქვან – ამ ხნის კაცს კიდევ რამდენი შეძლებიაო. იმდენი ჭკუა კი აქვთ ალბათ, რომ ჩემზე არ გამოაქვეყნებენ.

– თქვენი აზრით ვინ დგას ამ ჩანაწერების უკან?

– დარწმუნებული ვარ, რომ წინა ხელისუფლება, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ეს ხელისუფლება არ გაავრცელებდა. თუ ვინმეს დაშანტაჟება უნდათ, ისე აჩვენებდნენ და ჩუმად ჩამოიშორებდნენ. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ არცერთ „ნაციონალზე“ მსგავსი რამ არ გამოქვეყნებულა.

– პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ჩანაწერით დაარტყეს როგორც „ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასო“…

– ტყუილია, პრეზიდენტი ნახევარ სიმართლეს ამბობს, მას უნდა, ეს მესიჯი გარეთ გაიტანოს. სინამდვილეში ამით დაარტყას მხოლოდ „ოცნებას“. მარგველაშვილი ფაქტობრივად თანამოაზრეა. ის, ძირითადად, იმ ელექტორატზე მუშაობს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთნის. ცდილობს სააკაშვილის ფუნქციები ჩაიბაროს თანდათან, თუმცა მეეჭვება, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვა, მიშამ მას გადააბაროს. რაღაც ეტაპზე გამოიყენებს და მერე მოიშორებენ.

პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ექსხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის ლობირებაში სდებდით ბრალს. ახლა, როდესაც ქადაგიძე აღარ ხელმძღვანელობს სებ-ს, კვლავ ფიქრობთ, ეომ მისი პერსონით გამოძიება უნდა დაინტერესდეს?

– პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საეჭვოდ შეხმატკბილებულად იღებდნენ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, რაც ლარის გაუფასურებას უწყობდა ხელს. მე სულ ვამბობდი, რომ ქადაგიძე იყო საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. მე არ მაქვს წვდომა იმაზე, რომ ეს ყველაფერი მტკიცებულებების ფორმაში გადავიყვანო, მაგრამ თავის დროზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ეს შეეხო საქართველოს ყველა მოქალაქეს. ახლაც ვიმეორებ, რომ ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლაც შესაძლებელია მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისგებოს მიცემის საკითხი დადგეს თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნას ალბათობა არ არის. იმედი რომ მქონოდა, გავიტანდი აუცილებლად დავაყენებდი ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ქადაგიძე პოლიტიზებული იყო და ამას თანამდებობიდან მისი წასვლის წინ დღეს გამართული პრეზენტაციაც ადასტურებს, სადაც ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური მესიჯები გააჟღერა. ზედამხედველობის კანონის შექმნაზე მივიღეთ კანონი, პრეზიდენტმა ვეტო დაადო, გადავლახეთ, მერე საკონსტიტუციომ შეგვიშალა ყველაფერი.
ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიდიოდა, ქადაგიძის აზრს ემთხვეოდა პრეზიდენტის ვეტო, ასევე დაემთხვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ერთად ლარის კურსს აფუჭებდა. რატომ არ დასვით მაშინ შეკითხვა, რომ საერთოდ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას იღებდნენ სინქრონში შეხმატკბილებულად?
– მიპასუხეთ, ჩემი აზრით, ეს სამნი პირდაპირ თუ ირიბად თანამონაწილეები იყვნენ ლარის გაუფასურების.

– ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე რას ფიქრობთ?
– დადებითად ვუყურებ ამ საკითხს, რაც მეტი პოზიტიური და ქარიზმატული ადამიანი იქნება პოლიტიკაში, მით უმეტესი. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ აირჩიოს მისი გემოვნების შესაბამისი ადამიანი და ამომრჩეველი არ უნდა ვაიძულოთ, რომ ხმა მივცეთ რაღაც ეკლექტიკურ გაერთიანებას, რომლის წევრებსაც ერთმანეთთან არანაირი იდეური თანხვედრა არ გააჩნიათ. ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება. არსებობს რადიკალური პრორუსული ძალა და არსებობენ პროდასავლური ძალები, რომელთა შორისაც არის განსხვავებები. ზოგი ამბობს, ოღონდაც ნატოში შევიდეთ და მერე თუნდაც ქვა ქვაზე აღარ დარჩენილაო. მეორე ტიპის პროდასავლური ძალები უფრო სიფრთხილის მომხრენი არიან, ანუ ნატოს უჭერენ მხარს, მაგრამ იმასაც ითვალისწინებენ, რომ საჭიროა ზომიერი პოლიტიკა, რადგან ჩვენმა მეზობელმა ამასობაში მიწასთან არ გაგვასწოროს. კი, ბატონო, ვიაროთ ნატოსკენ, მაგრამ ისე ვიაროთ, რომ არ დავზიანდეთ. ზოგი საერთოდ ნეიტრალიტეტის მომხრეა. ნაწილს ევრაზიური კავშირი უნდა.

– თქვენ რა გინდათ?

– მე ვარ დასავლეთისკენ ფრთხილი და ზომიერი სვლის მომხრე. კი ბატონო, იყოს ნატო, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია იმისა, რომ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და დაცულები ვიქნებით ნებისმიერი აგრესიისგან. როცა ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი ამბობს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თავი დავანებოთო დ ჯერ ნატოში შევიდეთო, ჩემთვის ეს მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები