მანანა კობახიძის კანონპროექტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ „გენდერული თანასწორობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტები მეორე მოსმენისთვის წარმოადგინა.
კანონპროექტების განხილვამდე მანანა კობახიძემ ნიუ-ორკში ჩატარებულ გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ მე-60 სესიაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო წარმომადგენლობითი დელეგაციით დაესწრო. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, გაეროს სესიაზე ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივად და პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდა. კობახიძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული საბჭოების შექმნა, რასაც კანონპროექტები ითვალისწინებენ, საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს და ამ აქტუალური საკითხისადმი, მათ ხედვას წარმოაჩენს. კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები