ლევან ბერძენიშვილი – სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება არ განიხილება

კოალიცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტიის” არცერთი წევრი მათ მიერ დაკავებულ თანამდებობას არ ტოვებს.
“რესპუბლიკურმა პარტიამ” არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე იმსჯელა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ის, თუ რატომ არ ვამბობთ დღეს და რატომ ვიტყვით რამდენიმე დღეში, ითქმება მაშინ, როცა ითქმება ინფორმაცია. არაფერია საიდუმლო – მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, მათ შორის ვადასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გამოვაცხადოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კოალიციიდან გასვლა და სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება არ განიხილება”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები