„თუ „ქართულ ოცნებას“ არ განვიხილავთ, კოალიციაში შემავალი ვერცერთი პარტია არჩევნებზე ბარიერსაც ვერ გადალახავს“

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგლა ბარამიძემ მმართველი კოალიციის შესაძლო დაშლის შესახებ ისაუბრა და მასში შემავალი პარტიების პოლიტიკური შანსები შეაფასა.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თუ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ჩავთვლით, კოალიციაში შემავალი ვერცერთი პარტია არჩევნებზე ცალკე გასვლის შემთხვევაში ელემენტარულ ბარიერსაც ვერ გადალახავს.
„დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობდით იმ პროცესების განვითარების შესახებ, რაც დღეს ხდება კოალიციაში. თუ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არ განვიხილავთ, კოალიციაში შემავალი ვერცერთი პარტია, არჩევნებზე ცალკე გასვლის შემთხვევაში, ელემენტარულ ბარიერსაც ვერ გადალახავს. ამიტომაც არის, რომ, ერთმანეთის სიძულვილის მიუხედავად, ერთმანეთს არიან ჩაბღაუჭებულნი“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები