გიორგი ცაგარეიშვილი: „ფარულ ჩანაწერებზე“ კანონის გამკაცრება შედეგის მომტანი უნდა იყოს

პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების “ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ფარული ჩანაწერების შექმნა და გავრცელება უნდა გამკაცრდეს.
მისი განმარტებით, დემოკრატებმა შესაძლოა, დაუჭირონ კიდევაც მხარი ამ ინიციატივას, თუმცა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მსგავსი ფაქტების დროულად გამოძიება და, რაც მთავარია, პრევენცია. „სასჯელის გამკაცრება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ჩვენ შეიძლება დავუჭიროთ ამას მხარი, მაგრამ რა შედეგს მოგვიტანს ეს ყველაფერი, ეს არის სწორედ საკითხავი. შეიძლება უვადო პატიმრობაც კი შემოვიღოთ ამისთვის, მაგრამ შედეგი თუ არ ექნა ამ ყველაფერს და თუ ადამიანები არ იქნენ დაკავებულები და მხილებულები, თუ პრევენცია არ მოვახდინეთ, რა აზრი აქ ამ სასჯელების გაზრდას“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები