ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ბასკიულის რაიონში ევაკუაცია გამოაცხადა. გამოცემა Soir-ის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზი საეჭვო ნივთი გახდა.
გამოცემის იუწყება, რომ საეჭვო პარკი დღეს დილით იქნა აღმოჩენილი. ბასკიულის რაიონშო შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.
შეგახსნებთ, რომ ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული განგაში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რასაც 32 ადამიანი ემსხვერპლა.
