ერაყის ქალაქ ისკანდერიაში საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, 70-ზე მეტი კი დაიჭრა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება.
ტერორისზული შეტევა იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც მატჩში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემოდათ. მომხდარზე აუკვე აიღო პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ისლამური სახელმწიფო“.
ქალაქი ისკანდერია ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.