ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3342 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, ასევე 2.3199 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6075 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5913 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0162 ლარი შეადგინა.