„დელტას“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ესტუმრნენ

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებლების მსმენელები ესტუმრნენ.
კვირეულში, იუნკერებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელები მონაწილეობენ. სტუმრებს “დელტას” გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ორგანიზაციის შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინა, შემდეგ კი, მსმენელებმა ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა აღჭურვილობა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები