„შარლი ებდომ“ ბრიუსელის ტერაქტის კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ ბრიუსელის ტერაქტებზე კარიკატურები გამოაქვეყნა. ნახატებს თან ახლავს წარწერა: „ჯიჰადისტების ბოლო სიტყვები“ და მათზე ბრიუსელის აეროპორტში მყოფი ტერაქტის ორგანიზატორები საბარგო ურიკებით არიან გამოსახულნი. ერთ-ერთი მეორეს მიმართავს – „შენ ფანჯარასთან აირჩიე ადგილი თუ გასასვლელთან?“ ორ ტერორისტს მხოლოდ ერთი ხელთათმანი უკეთია. როგორც ბელგიური გამოცემა HLN იუწყება, ხელთათმანებში ტერორისტები, სავარაუდოდ, დეტონატორებს მალავდნენ.
ტერორისტული აქტები ბრიუსელში 22 თებერვალს მოხდა. სამი აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
12516493_10205624293238266_255681404_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები