ჩირიკბა – ჟენევაში გალის შეხვედრების აღსადგენად შეთანხმება შედგა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კვლავ გალში გაიმართება. ამ მექანიზმის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ჟენევაში, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ მორიგ შეხვედრაზე მიიღეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა. „ეს შეხვედრები დანაშაულთან ბრძოლაში დაგვეხმარება. ის ხშირ შემთხვევაში გალის რაიონსა და ზუგდიდში ხდება, ასე რომ, მასზე ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებაა აუცილებელი. ძალიან სასარგებლო იქნება, დამნაშავეებზე ინფორმაციის გაცვლა. ეს მექანიზმი რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოქმედებდა და მისი აღდგენა ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, – განაცხადა ჩირიკბამ. მისივე თქმით, შეხვედრებს რუსი მესაზღვრეებიც დაესწრებიან, რომლებიც ენგურის საოკუპაციო ხაზს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები