„სტარტაპების” დაფინანსების ინსტიტუტისთვის 30-დან 35 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული

“სტარტაპების” დაფინანსების ინსტიტუტისთვის 30-დან 35 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომელიც თბილისსა და რეგიონებზე გადანაწილდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა, ეკონომიკის სამინისტრომ.
“დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა, ეკონომიკის სამინისტრომ. უახლოეს დღეებში მთავრობაზე აღნიშნული დადგენილება იქნება გატანილი და შემდგომში ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება. დღეის მდგომარეობით, რაც ჩვენ ზუსტად ვიცით, განსაზღვრულია ფონდი, ეს არის 30-დან 35 მილიონ ლარამდე, რომელიც გადანაწილდება თბილისსა და რეგიონებზე. როგორც აღინიშნა, დაწყებით ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, კომერციული ბანკებიდან უზრუნველყოფის გარეშე აიღონ სესხები იდეის მდგრადობის გადამოწმების შემდეგ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები