კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” საოლქო ორგანიზაციების კონფერენციებს გახსნიან

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას ასრულებს.
24 და 25 მარტს, 11:00 საათიდან, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, საოლქო ორგანიზაციების კონფერენციებს თბილისში გახსნიან.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოფერენციებზე აირჩევენ თბილისის 10 საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ბიუროს წევრებსა და პარტიის ყრილობის დელეგატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები