სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, რომელიც თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, საპატიმრო დატოვა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა, რომელიც თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.
სასამართლომ იუნ სუკ იოლისთვის პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 64-ი წლის იოლის უფლებამოსილება კვლავ შეჩერებული აქვს.
საბოლოო გადაწყვეტილება მის ოფიციალურ გათავისუფლებაზე ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 15 იანვარს დააკავეს. მან 3 დეკემბერს ქვეყანაში მოულოდნელად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და არჩევნებში გამარჯვებულ ოპონენტებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. პასუხად, პარლამენტმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა.