მიხაილ პოდოლიაკი: ტრამპთან კონფლიქტის დროს ზელენსკი მართალი იყო, უკრაინა ბოდიშს არ მოიხდის – რუსეთის იძულების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია

,,დონალდ ტრამპთან კონფლიქტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი მართალი იყო, უკრაინა ბოდიშს არ მოიხდის”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა Le Point-ტ

თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, რუსეთის იძულების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია.

„აბსოლუტურად მართალი იყო, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, როდესაც ცდილობდა, ამერიკელ პარტნიორებამდე მთავარი აზრის მიტანას, რომ რუსეთზე ზეწოლის გარეშე ვერაფერი ვერ გაკეთდება. შეუძლებელია დადებითი შედეგის მიღწევა მოსკოვის ნებაყოფლობით დათმობებზე წასვლით. რუსეთის იძულების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს სავარაუდო შეცდომისთვის, რომელიც არ ყოფილა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები