მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 24-25 მარტს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან გამართავს.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია იგეგმება.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები