ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების კონცერტებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟში ლეონიდ თიბილოვი ჩაერია
ქართული ანსამბლების, „რუსთავისა“ და „ბანის“ ვლადიკავკაზში დაგეგმილი კონცერტების გამო ატეხილ აჟიოტაჟში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ჩაერია.
„საზოგადოება ფაქტობრივად ორად გაიყო. ყოველდღე ამ საკითხის განხილვაში ცალკეული პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების სახით ახალი ძალები ერთვებიან, ასევე – სოციალური ქსელების მომხმარებლები. ცუდი კი ის არის, რომ ამ დაპირისპირებაში ოსები მონაწილეობენ“, – აცხადებს თიბილოვი.
ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ უწყება. თიბილოვმა აღნიშნა, რომ „ქართული თემა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ძალზე მტკივნეულია, მაგრამ მოსახლებამ სიშვიდე უნდა შეინარჩუნოს. ანსამბლები „რუსთავი“ და „ბანი“ ვლადიკავკაზის გარდა გასტროლებს რუსეთის სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.