ბელგიის პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი მესამე ტერორისტი დააკავა

ბელგიური მედიის ცნობით, ბრიუსელის პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი მესამე ტერორისტი დააკავა. 25 წლის ნაჟიმ ლააშრაუი ბრიუსელში, ანდერლეხტის რაიონში დააკავეს.
პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბრიუსელის ტერაქტების მოწყობაში ბრალდებული პირები პარიზის ტერაქტებშიც მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნაჟიმ ლააშრაუი 1991 წლის 18 მაისს  ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში დაიბადა, 2013 წლის თებერვალში კი სირიაში წავიდა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში სამშაბათს მომხდარი ტერაქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 260-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები