23 მარტი
10:30
NEW
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტერაქტები ბრიუსელსა და თურქეთში და უსაფრთხოება; მაკომპრომიტირებელი მასალების გავრცელება; საარჩევნო გეგმები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
10:30
NEW
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების შეხვედრას დაესწრება. მის.: თბილისი, ბელიაშვილის ქ. #8 მიონის ბიზნეს ცენტრი, მე-3 სართული, ტელეკომპანია მაესტროს გვერდით. საკონტაქტო ნომერი: 599120009
11:00
„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი” სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გამართავს კონფერენციას სახელწოდებით: “დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“. შეხვედრის მიზანია ქართული დიასპორის თემის საჯარო სივრცეში გააქტიურება და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება.
11:00
“თბილისის თავისუფალი ზონა” სასტუმრო “რადისონის” II-III დარბაზში პრეზენტაციას გამართავს. კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი ტაბიძე დამსწრე საზოგადოებას ზონის კონცეფციას, ზონაში ოპერირების პირობებს და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს წარუდგენს. ღონისძიებას ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, დიპლომატიური კორპუსის, კერძო სექტორის, სახელმწიფო უწყებების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო: 596950101
11:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:00
NEW
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მონაწილეობას მიიღებს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშემმწყობი პროექტების პრეზენტაციაში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით. მისამართი: სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, რუსთაველის გამზირი # 13
11:00
NEW
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:30
“პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
NEW
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე ნინო გოგუაძე და „ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების თავმჯდომარე“ ქეთევან მამულაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ევროპელ კონსერვატორ-რეფორმატორთა სამიტი და საქართველოს კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო მიმართულება; ქალთა რაოდენობის განსაზღვრა საპარლამენტო სიებში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა №14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“- ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: გაიზრდება თუ არა ფასები ნავთობზე მსოფლიოში და რა ასახვას ჰპოვებს ეს პროცესი საწავავის ბაზარზე საქართველოში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22