“რეფორმის შედეგად, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება რეინვესტირების წახალისება”

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ ახალი საგადასახადო რეფორმა ქართულ ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს.
ბალვანერა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები ყველა მხარის მიერაა მოწონებული. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა გაამარტივებს საგადასახადო სისტემას და დაბეგვრის რეჟიმი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება რეინვესტირების წახალისება.
“მინდა შევაფასო კონსულტაციების ფორმატიც. ხელისუფლებას ძლიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა კერძო სექტორთან. ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები. დღევანდელ შეხვედრაზე შედგა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მიღება მოხდება წელს, ხოლო ამოქმედება 2017 წლის 1 იანვარს“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
მისი თქმით, რეფორმის მომავალი წლიდან ამოქმედება საშუალებას მისცემს, როგორც ხელისულებას, ისე კერძო სექტორს, კარგად მოემზადოს ამ რეფორმისთვის – ერთი, მხრივ, ხელისულებამ კანონპროექტის მიღების შემდეგ უნდა დახვეწოს კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც ინიციატივა აღსრულდება, მეორე მხრივ, ბიზნესმა უნდა მოახდინოს ადაპტაცია და ყველა ის ინსტრუმენტი აითვისოს, რომელიც საჭირო იქნება ახალი მოდელით გადასახადების დეკლარირებისა და გადახდისათვის.
„ყველაფერი ეს დროის დამატებით რესურსს მოითხოვდა. დღეს ჩვენ რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ“, – აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები