ბრიუსელში, დე რა ლუას ქუჩაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რომელიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამნაღმველებმა მოახდინეს. მათ საეჭვო ნივთი ადგილზე გაანადგურეს. ამის შესახებ ბრიუსელის პოლიცია იუწყება.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ბრიუსელის აეროპორტში და მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა. ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა პარალიზებულია. ხელისუფლებამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა.