ნატომ ქართველ სამხედროებზე ვიდეოსიუჟეტი მოამზადა – ვიდეო

„შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კიბერ თუ ჰიბრიდულ ომში, საქართველო და ნატო ერთობლივად მუშაობენ ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის“, – ნათქვამია ნატოს ვიდეოსიუჟტში, რომელიც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
სიუჟეტი ნორიოში საველე ბანაკზე სამხედროების წვრთნების დროს არის გადაღებული.
ნატო-ს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე იაშ ჰოლბრუქი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ქართველი სამხედროები საერთაშორისო კოალიციასთან ერთად მონაწილეობდნენ სამხედრო კამპანიებში ერაყსა და ავღანეთში.
ვიდეოსიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის გამო, უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და რეგიონში ვითარება არასტაბილურია.
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება მოკავშირეების მხარდაჭერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს , რომ არსებითი პაკეტი ზუსტად ასახავს, თუ რა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან მიახლოებული ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები