დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიზნესასოციაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია და სერიოზულად მოვეკიდებით ამ მოთხოვნას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლის გადავადების შესახებ ბიზნესასოციაციის წინადადებას ეხმაურება.
როგორც მინისტრი აცხადებს, ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, ლეგიტიმურია და ამ მოთხოვნას სერიოზულად მოვეკიდებით. მისივე თქმით, მთავრობა რეფორმებს ატარებს იმისთვის, რომ ბიზნესმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
“ეს ყველაფერი კეთდება ბიზნესისთვის; იმისთვის, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს. ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ აუცილებლად ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით ამ მოთხოვნას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს და სთხოვს, მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლა 2017 წლის 1-ლი ივლისის ნაცვლად 1-ლი იანვრიდან მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები