21 მარტი

10:00
უსაფრთხოების ექსპერტი, კავკასიის აკადემიის დირექტორი ლაშა პატარაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პირადი მიმოწერის კონტროლი სოციალური ქსელების მეშვეობით, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. კიბერუსაფრთხოება და საფრთხეები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
10:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. თემები: სოფელ ჯარიაშენში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესები, თურქეთში არსებული სიტუაცია და ელის თუ არა საქართველოს საფრთხე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა და ეროვნული ბანკი, პროგნოზები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
“პირველ პრესკლუბში” პოლიტიკური მოძრაობა “ახალი”-ს დამფუძნებლები: გიორგი კობერიძე და გიგა ლემონჯავა ბრიფინგს გამართავენ. თემები: აჭარის უმაღლეს საბჭოში შეტანილი საკანონმდებლო წინადადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭო წევრობის კანდიდატის ასაკობრივი ცენზის 25 წლიდან 21 წლამდე შემცირებას ეხება; პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, 595 03 77 22
11:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, დავით გაგუას კლინიკას ეწვევა და ადგილზე გაეცნობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას. მის: ლუბლიანას ქ. 2/6
E1
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „კონსერვატორი“ გიგა ბუკია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტია გამყარება და მაჩვენებლები; ვენეციის კომისიის დასკვნა; ოკუპაციის კანონი; მაკომპრომიტირებელი მასალები; კოალიციის შემადგენლობა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: რატომ უნდა დადგეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის – გიორგი ქადაგისძის პასუხისმგებლობის საკითხი; რა შემთხვევაში არ უნდა დასაჯოს კანონმა მკაცრად პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერების მფლობელები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:30
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდ “Your Forets”-ის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გამოფენა „ისტორიის მწვანე ფურცლები“ მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები