19 მარტი
11:00
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის საქართველოს მასშტაბით ტრენინგები დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტრენინგების მიმდინარეობას თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში დააკვირდება. მისამართი: ნაკადულის ქ. 6 (მოსკოვის გამზირის ბოლოში), თბილისის 82-ე საჯარო სკოლა
12:00
ქ. გორში “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” “თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის პროექტის” ფარგლებში რეგიონებში დასაქმებული/დამწყები ჟურნალისტებისათვის ტრენინგებს იწყებს.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, რაიონის გამგებელთან ერთად, თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს. მის: თბილისი-თელეთი (ზემო ფონიჭალის მოპირდაპირე მხარე)
16:00
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში იზა ვეფხვაძის ორი ახალი წიგნის – „ფარცხნალი – კორიფეთა სამკვიდრო“ და „სულიკო ციმაკურიძე ანსამბლი ოდილა“ პრეზენტაცია გაიმართება.