სასამართლო ფარულ ჩანაწერებზე დაკავებული ინგა ჩატოიანის საქმეს განიხილავს

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 10:00 საათზე იყო ჩანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, ინგა ჩატოიანმა გამოძიებასთან ითამაშრომლა. ამიტომ ჯერ უცნობია, თუ რას მოითხოვს პროკურატურა.
აღნიშნულ საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული, აქედან ორს პატიმრობა უკვე შეეფარდა.
აღსანიშნავია, რომ პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რადგან საქმე შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც არ შეიძლება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები