18 მარტი

10:30
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე აბაშიძის N9-ში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა და მოსახლეობას შეხვდება. საკონტაქტო პირი: ეკა მაჩიტიძე 551 17 67 64
10:30
“პირველ პრესკლუბში” საინიციატივო ჯგუფის წევრები: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი და რევაზ ბახურიძე ბრიფინგს გამართავენ. ისაუბრებენ ინიციატივებზე, რომელიც პარლამენტში წარადგინეს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
„სიცილის ფესტივალის“ ორგანიზატორები: ნინო შავდია და რუსუდან ოსიყმაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
სასტუმრო „ამბასადორში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის” შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყობა. მის: ი. შავთელის №13
11:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ზარქუა ბრიფინგს გამართავს. თემები: ლარის გამყარება, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი და პრემიერის გზავნილები ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:00
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული ჩანაწერები; სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები; კარასინი-აბაშიძის შეხვედრა და განცხადებები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გრიგორი კარასინის განცხადება; ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.
11:00
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. მინისტრი იუსტიციის სასწავლო ცენტრში თანამედროვე ფოტოგრაფების მიერ გადაღებული დაუნის სინდრომის მქონე პირთა პორტრეტების გამოფენას დაათვალიერებს. ღონისძიებაზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. მისამართი: იუსტიციის სასწავლო ცენტრი, პოლიტკოვსკაიას 3, (ყოფილი ჯიქია )
11:30
„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები-ს“ ხელმძღვანელი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წყლის სისუფთავე და მდგომარეობა საქართველოში; მოსალოდნელი წყალდიდობები; საბანაო წყლის მდგომარეობა და მოსალოდნელი კატასტროფები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში,სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. თემა: რუსეთს სირიიდან ჯარი გამოჰყავს; მოკლეს თუ არა თარხან ბათირაშვილი?

11:30
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება; რეალურად თუ ვის და რას ემსახურება რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების (ეს შენ გეხება) ბოლო დროს წარმოებული კამპანიები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: გრიგორი კარასინის განცხადება; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: გრიგორი კარასინის განცხადება; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ვენეციის კომისიის ანგარიში; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება.
15:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით, პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. მისამართი: მინდელის N 9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები