ბუბა კუდავა: უნივერსიტეტი არასოდეს ყოფილა სტუდენტებზე ორიენტირებული

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
კუდავა აცხადებს, რომ უნივერსიტეტი არასდროს ყოფილა სტუდენტებზე ორიენტირებული. ყოფილ დირექტორს მიაჩნია, რომ თსუ-ს სისტემა მთლიანად შესაცვლელია.
„უნივერსიტეტში არსებული პრობლემების თავი და თავი ის არის, რომ რეალურად უნივერსიტეტი არასოდეს ყოფილა სტუდენტებზე ორიენტირებული. დიახ, რეალურად და დიახ, არასოდეს. ვსწავლობდი, დავამთავრე, ვმუშაობდი, ვასწავლიდი და ასე იყო. შორიდან (ძალიან შორიდან) ვუყურებ და ახლაც ასეა. დეკლარაციები, ბოლონიის პროცესები, სილაბუსები, კურიკულუმები, გულზე მჯიღის ცემები, „თეთრი ტაძრები“ – იცოცხლე, რამდენიც გნებავთ! მცდელობები, ცალკეული წადილები, გამონათებები, ღირსეული ადამიანები, ცხადია, ყოველთვის იყო და იყვნენ, თუმცა ამით ძირეულად ვერაფერი შეიცვალა… და ვერც შეიცვლება, ვიდრე მთელი სისტემა, მთელი უნივერსიტეტი, ადმინისტრაციან-პროფესურიანად, არ მოიმართება სტუდენტზე, მის განათლებაზე, მის მომავალზე, მის რეალურ საჭიროებებზე, ქვეყნის მომავალზე. მე მაპატიეთ, შემოგეჭერით“, – წერს ბუბა კუდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები