16 მარტი

10:30
NEW
„რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული, მაკომპრომიტირებელი ჩანაწერები; უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები; რას გეგმავენ „რესპუბლიკელები“ არჩევნებთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: თსუ-ში მიმდინარე პროცესები; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება; ტერაქტი თურქეთში; „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენები.
11:00
NEW
ქართული არტილერიის დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ხომერიკი, მოადგილეები ჯანდრი უბირია და ზაზა მესხი პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
11:30
“პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. ისაუბრებს პრემიერთან შეხვედრის დეტალებსა და მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: თსუ-ში მიმდინარე პროცესები; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება – საქმეზე ორი პირის დაკავება; „მაესტროში“ მიმდინარე პროცესები.
E1
11:30
NEW
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები; ოდეერები ; ფარული, მაკომპრომიტირებელი ჩანაწერები; გუშინ გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემები: ფარული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და სხვა აქტუალური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ადვოკარი გელა ნიკოლაიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება; თსუ-ში მიმდინარე მოვლენები.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: განათლების სამინისტროში სტრუქტურული კატასტროფაა, რომელიც დაუყოვნებლივ საკადრო ცვლილებებს მოითხოვს.

13:00
NEW
“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია და პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურა თენაძე საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას შეიტანენ, რის საფუძველზეც “სი-თი პარკს” ტრანსპორტის დაჯარიმებისა და გადაყვანის უფლება ჩამოერთმევა. მის.: თბილისი, რუსთაველის გამზირი. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
15:00
პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო ხელისუფლება” მთავრობის კანცელარიასთან რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგების, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რუსეთის ბაზრის გახსნის მოთხოვნით ფართომაშტაბიან აქციას გამართავს. აქციას თბილისის ორგანიზაციასთან ერთად დაესწრება რეგიონებიდან ჩამოსული ადგილობრივი მოსახლეობაც.
15:00
საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით შექმნილი ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
15:00
საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
18:00
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები