რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სირიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სირიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხმეიმიმის საავიაციო ბაზიდან თვითმფრინავებს რუსეთში აბრუნებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, სირიის ავიაბაზიდან თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტიო ავიაციის თანხლებით გადაფრინდებიან.
შეგახსნებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ სირიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილის გაყვანა 15 მარტს დაიწყება, ვინაიდან „რუსმა სამხედროებმა ამოცანების უდიდესი ნაწილი შეასრულეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები