რუსეთში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ სტერლიტამაკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. ბაშკირეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა ერთსართულიანი სახლი, რომელიც 31 წლის მამაკაცს და 53 წლის ქალს ეკუთვნოდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ადგილზე 12 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. ამჟამად დაღუპულთა ამოცნობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები