ზვიად დევდარიანი: ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაა

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებად შეაფასა. ჟურნალისტებს ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაესაუბრა.
“ჩვენ შევხვდით პრეზიდენტს. შეხვედრის სურვილი გამოვთქვით პრემიერ-მინისტრთან და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. ის ორგანიზაციები, რომლებიც ვმუშაობთ ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხებზე, მზად ვართ ძალიან აქტიური კონსულტაციისთვის. მათ შორის გვინდა ანგარიშიც მოვისმინოთ იმ ხელმძღვანელი პირების მხრიდანაც, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ საკითხებზე. ძალიან კონკრეტული საკითხები დაისვა პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ბრძოლა, მათ შორის საზოგადოების წინააღმდეგაც”, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები