სოსო ჯაჭვლიანი ვიდეოკადრებზე: ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ კომპრომატად არ იქცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭლიანი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ამიტომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს.
“ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ამიტომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს. მართლა ამაზრზენია ამაზე ლაპარაკი. მე რომც მქონდეს საშუალება, არ შევხედავ ეგეთ რაღაცებს, მაგრამ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ კომპრომატად არ იქცეს. საერთოდ, პოლიტიკაში წესიერი ადამიანები უნდა იყვნენ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.
ცნობისთვის, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები