პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს 44 მოქალაქის დეპორტაციის პროცესს დაესწრნენ

პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი მესამედ განახორციელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს 44 მოქალაქის დეპორტაციას დაესწრნენ. ამისათვის, დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მიმართულებით გაემგზავრნენ, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 44 მოქალაქის დეპორტაციის პროცესს დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რო დეპორტირებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, შვეიცარიის, საბერძნეთისა და უნგრეთის სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. აღნიშნულ პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო “ფრონტექსი (FRONTEX)”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები