ბოტანიკური ბაღი ახალი ლოგოს შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდის და ბაღის საქმიანობის საზოგადოების ფართო ფენებისთვის მარტივად მიწოდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი ახალი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს.
როგორც “კვირას” ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურიდან აცნობეს, შინაარსობრივად ლოგო უნდა ასახავდეს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობის არსს, იდეას და სპეციფიკას.
სრულად ან ნაწილობრივ ფიგურირებდეს მწვანე ფერი, უნდა იყოს პოზიტიური, მარტივი, ადვილად აღქმადი და ესთეტიკური.
სასურველია ბოტანიკური ბაღის აბრევიატურის ან სახელწოდების გამოყენება, თუ იგი ლოგოს ერთიანი აღქმის და კონცეფციის ნაწილი იქნება. ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე. არ უნდა იყოს მიმსგავსებული სხვა ლოგოებს, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს. თავდაპირველად მასალა ესკიზების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი შავ-თეთრ და ჭრელ ზედაპირზე JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში. წარდგენილი მასალა ხდება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაღის ნებისმიერი მიზნებისათვის. საკონკურსო თანხა შეადგენს 1200 ლარს დღგ-ს გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები