გიორგი გაფრინდაშვილი: უკან ვიხევ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე

უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, – განცხადება ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით და ბრძოლას გავაგრძელებ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. რაღაც ნაწილს თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს, რომლებსაც, ვითომდა, ბრალდებები ჰქვია, მე მზად ვარ, ეს გავაკეთო”, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გაფრინდაშვილს არ დაუზუსტებია, თუ რა იგულისხმა მან “უკან დახევაში” და აპირებდა თუ არა ის კანდიდატურის მოხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები