ეკა ბესელია: ელისაშვილმა გამოძიების კითხვებს უნდა უპასუხოს, მე არავითარ შეფასებებს არ ვაკეთებ

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, პასუხი აგოს საკუთარ განცხადებებზე და პროკურატურის მითითებებს მიჰყვეს. როგორც ეკა ბესელია აცხადებს, პატიმარზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მისივე თქმით, მსჯავრდებულმა კომიტეტს ხუთჯერ მიმართა ოფიციალური წერილით.
“ჩვენ და კომიტეტი ვრეაგირებთ კონკრეტულ ფაქტებზე. პატიმარმა მოგვმართა ჩვენ არა ერთხელ, არამედ – მისი ხუთი წერილია შემოსული კომიტეტში და შემოსულია ოფიციალური წერილები. შეურაცხყოფის მიყენება ამ პატიმრისთვის, რომ რაღაცაში ვერ ერკვევა თურმე და ასე დაწერა ხუთი წერილი სხვადასხვა დროის ინტერვალით, ეს სრულიად არ აიოლებს და ამსუბუქებს ელისაშვილის პასუხისმგებლობას. მან გამოძიების კითხვებს უნდა უპასუხოს, მე მისგან განსხვავებით არ ვაკეთებ არავითარ შეფასებებს, და მისგან განსხვავებით, არ ვაძლევ თავს უფლებას, მას დავარქვა სახელი, რაც ეკუთვნის”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები