ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია „მაესტროზე“ პრეტენზიას აცხადებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, ტელეკომპანია “მაესტროში” მას გარკვეული წილი აქვს. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ის ელოდება, როდის დასრულდება მხარეებს შორის არსებული დავა, რის შემდეგაც გეგმავს, რომ კომპანიაზე საკუთარი პრეტენზიებიც განაცხადოს.
„მე „მაესტროზე“ საუბარს დიდი ხანია ვერიდები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტელეკომპანიაში ჩემი საკმაო დიდი წვლილი მაქვს შეტანილი – როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური. პირდაპირი მოთხოვნის უფლებით, მე ამ ტელეკომპანიაში გარკვეული წილი მეკუთვნის, თუმცა ზუსტ ციფრს არ დავასახელებ გარკვეული დროის შემდეგ, მე ჩემს წილზე პრეტენზიებს განვაცხადებ. ჯერ ერთმანეთში გაარკვიონ, დალაგდნენ. მე არ ჩავერეი მათ ურთიერთობებში“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები