ნუკრი ქანთარია: ეს არის გამოცხადებული ომი ხელისუფლების წინააღმდეგ

ეს არის უკვე გამოცხადებული ომი ხელისუფლების და საზოგადოების წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს.
როგორც უმრავლესობის წევრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამას აკეთებენ კარგად ორგანიზებული პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები გარკვეულ პოლიტიკოსთა კარნახით.
“ეს არის უკვე გამოცხადებული ომი ხელისუფლების, საზოგადოების წინააღმდეგ. ამას აკეთებენ კარგად ორგანიზებული პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები გარკვეულ პოლიტიკოსთა კარნახით, აშკარად ეს პოლიტიკური საქმეა. ეს არ არის ვიღაცა გარჯვებული, ბინძური, აღგზნებული ნაძირალების გაკეთებული საქმე. ეს არის წმინდა პოლიტიკურად მომართული, მიზანდასახული და უნდა დაიწყოს შესაბამისი ქმედება”,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისთვის, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები