ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირი ეთერიდან პასუხობს (ვიდეო)

მე ინგა ვარ გრიგოლია… ქალი, შვილი, დედა, და, მეგობარი, მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული,მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება, – ამ სიტყვებით პასუხობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მუქარის შემცველ მესიჯს, რომელიც დღევანდელ ვიდეოში მისი მისამართითაც გავრცელდა.
„თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ,რომ ქვეყანა დავტოვო. პირობას გაძლევთ,თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ციხეში, მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე დღემდე გამოუძიებელი დევს სოდში,თუმცა არასოდეს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია“, – განაცხადა გრიგოლიამ.

https://www.youtube.com/watch?v=BqnWe2Agi98

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები