„ასეთი ჩანაწერები არსებობს და არ ვიცით, მისი გამოქვეყნების ბერკეტი ვის ხელშია“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კადრები ატვირთულია და გავრცელებულია პროფესიონალების მიერ და ძნელი დასადგენია, საიდან და როდის არის ატვირთული.
მისი თქმით, ამას დიდი ხნის და პროფესიონალური მიდგომა სჭირდება. დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით სიურპრიზები კიდევ იყოს. გუჯაბიძის განცხადებით, ხელისუფლებამ არ იცის, კადრების გამოქვეყნება ვის ხელეწიფება.
„ძალიან სამწუხარო და ცუდი ფაქტია, ზოგადად, ქვეყნის იმისჯითვის, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობს და არ ვიცით, მისი გამოქვეყნება ვის ხელშია. ეს რომ ხელისუფლების გაკეთებული არ არის, ამას ექსპერტებიც ამბობენ და ის ადამიანებიც, ვინც ღრმადაა ამ საქმეში ჩახედული. არც ჩვენი ხელისუფლების დროს არის შესრულებული ეს ჩანაწერები. ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ეს იოლი დასადგენი არ არის. ეს არ არის რიგითი მოყვარული, რომელიც ასეთ ვიდეოებს ფლობს და აქვეყნებს. ის პროფესიონალურად შესრულებულია. ძნელი დასადგენია, საიდან, როდის არის ატვირთული. ამას დიდი ხნის და პროფესიონალური მიდგომა სჭირდება. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები განადგურებულია, თუმცა განადგურებამდე მათი დუბლირება მოხდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილზე ინახება. შეიძლება სიურპრიზები კიდევ იყოს, მაგრამ მთავარია, ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები როგორ პოზიციას დაიჭერენ. ხელისუფლებას ევალება გამოამჟღავნოს მსგავსი ფაქტები და დასაჯოს ისინი, ვინც ამ კადრებს ასე უკანონოდ ავრცელებს“,- განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები