გიორგი ცაგარეიშვილი: ამგვარი ვიდეოების გავრცელება ძირს აცლის ქართულ სახელმწიფოებრიობას

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ძირშივე იყოს აღკვეთილი ამგვარი საშინელებების გავრცელება და ყველა გამავრცელებელს მოსთხოვოს უმკაცრესი პასუხი, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი დემკრატების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ტიპის მასალის ჩვენება ძირს აცლის ქართულ სახელმწიფოებრიობას.
“ამგვარი ვიდეოების გავრცელება ანგრევს, ძირს აცლის ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამგვარი ტერორი, ვფიქრობ, ძალიან დიდი უბედურების მომტანია ყველასთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უმეტეს, მოახლოებული არჩევნების ფონზე, ვფიქრობ, ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომლის შესაძლებლობებში, სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც ვალდებული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და პარლამენტის წევრმა, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდო, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ძირშივე იყოს აღკვეთილი ამგვარი საშინელებების გავრცელება და ყველა გამავრცელებელს მოსთხოვოს უმკაცრესი პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მე ამაში ეჭვი მეპარება, ჯერჯერობით არცერთი ამგვარი ვიდეოს გამავრცელებელი არ არის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული. სწორედ ამიტომ გათავხედდნენ ეს ადამიანები და სერიალის სახე შეიძინა. თუ აქამდე თურქული, ლათინურ-ამერიკული ან რუსული სერიალებით ერთობოდნენ ადამიანები, ახლა არის გაუთავებელი, წარმოუდგენელი სახის პორნოსერიები. ეს უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ბევრად უფრო მძიმეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია”, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები