კახა კალაძე თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს – თქვენ გვერდით გვიგულეთ

მივმართავ თურქეთის მოსახლეობას, ხელისუფლებას – ამ საშინელების პირისპირ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ გვერდით გვიგულეთ, – ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ ტერორისტულ ფაქტს.
“ჩვენ გვერდით, თურქეთში საშინელი ტრაგედია მოხდა. ანკარა ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, არის ბევრი დაჭრილი და დაშავებული. მივმართავ თურქეთის მოსახლეობას, ხელისუფლებას – ამ საშინელების პირისპირ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ გვერდით გვიგულეთ! გისამძიმრებთ, თანაგიგრძნობთ და ყოველთვის მხარში დაგიდგებით ბოროტების დაძლევაში…”, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები