ანკარაში ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანი დაიღუპა – ფოტოკოლაჟი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. 125 ადამიანი საავადმყოფოებში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი დაღუპული ტერორისტია. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი დანაღმული ავტომობილი გახდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ავტობუსის გაჩერებასთან ააფეთქა. თურქეთის ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას ტერაქტზე პასუხიმგებლობა არ აუღია.
12837422_10205533974060343_1099562441_o 12674234_10205533974140345_1824168178_n 12674852_10205533974300349_1351018055_o 12325937_10205533974100344_1734542525_o 12674522_10205533974180346_1482866995_n 12833331_10205533974260348_969851027_n 12047665_10205533974340350_1328637848_n 12834665_10205533974060343_1099562441_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები