12 მარტი
09:30
ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით კონფერენცია ჩატარდება სახელწოდებით: „ინკლუზია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები საქართველოში“, რომელსაც ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე საქართველოში ქალბატონი ტიფანი სედლერი გახსნიან. მის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უზანძის 52
11:00
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ინიციატივით მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართება. მის: დ.აღმაშენებლის გამზირი #155, #24 საშუალო სკოლასთან. საკონტაქტო პირი: ეკა მაჩიტიძე 551176764
12:00
საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში დიღმის ტყე-პარკში 600 ხე დაირგვება. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის მერი დავით ნარმანია მიიღებს. მის.: დიღმის ტყე-პარკი, ჭოხონელიძის ქ. საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე 599 27 06 46
15:00
საქართველოს რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფარგლებში მორიგ შეხვედრას სოჭში გამართაvs. ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. “თიბისი ბანკი”, საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი, რაგბის მოყვარულებს ვაკის პარკის ღია კინოთეატრში, კლუბ „33ა“-ში ეპატიჟება, სადაც დიდ ეკრანზე თამაშის ტრანსლაცია გაიმართება. ჩვენებას ასევე შეუერთდებიან ყიჟინატორები.