“ენერგო-პრო ჯორჯია” ბაკურიანში ელექტროენერგიის შეწყვეტას უარყოფს

კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს. მისი განმარტებით, ბოლო 3 დღის განმავლობაში ბაკურიანში ელექტროენერგიის შეწყვეტასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ბოლო 3 დღის განმავლობაში, საღამოს საათებში, რამდენჯერმე შეუწყდა ენერგომომარაგება ბაკურიანს. კომპანიის ქსელში ამ დღეებში არ მომხდარა ავარია, არც გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულა, შესაბამისად, კომპანიის მიზეზით ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა არ მომხდარა”, – ნათქვამია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები