გიორგი ახვლედიანი – ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერები გამოიკვეთნენ
“ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერი პარტიები გამოიკვეთნენ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია”, – განცხადება ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა, იმ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
“სამწუხაროა, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ეს პარლამენტი ცვლილებებს ვერ განახორციელებს და კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრებას ქალისა და მამაკაცის ცნება ვერ დაემატება, რადგან ქართული პოლიტიკის ლიბერტალიანელები – “რესპუბლიკელები” და “ნაციონალები” ამ ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებენ, იმ მოტივით, რომ თურმე ეს საკითხი აქტუალური არაა. ერთადერთი, რაც მე-8 მოწვევის პარლამენტს შეუძლია გააკეთოს, ესაა საკითხის ინიცირება, საჯარო განხილვის მოწყობა და კენჭისყრისთვის მომზადება,” – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ახვლედიანი იმედს გამოთქვამს, რომ ახალ პარლამენტში, სადაც ინიციატიცა უნდა განიხილონ, მოიძებნება 114 დეპუტატი, რომელიც ქართული ცხოვრების წესის კონსტიტუციით დაცვის მომხრე იქნება.