ლევან გაჩეჩილაძე – პროცესები რეალითი-შოუს მსგავს სიგიჟეს დაემსგავსა
“მაესტროსთან” დაკავშირებული პროცესები რეალითი-შოუს მსგავს სიგიჟეს დაემსგავსა, – განცხადება ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისივე განმარტებით, ეს სიგიჟე ადეკვატური იყო ყოფილი ხელისუფლების ძალადობის პირობებში. ამჟამინდელ მშვიდ სახელმწიფოში კი ადეკვატურობა დაკარგა.
“პროცესები რეალითი-შოუს მსგავს სიგიჟეს დაემსგავსა. ეს სტერეოტიპი გიჟობის ადეკვატური იყო სააკაშვილის ძალადობის პერიოდში. ადეკვატური არ არის სიგიჟე და პროცესების რეალითი-შოუდ ქცევა და ამაში ის საქმიანი ვითარება ვერ გადავა, რა საქმიან ვითარებასაც მე ვმწყემსავ, ვმართავ და ვამენეჯმენტებ. ეს ყველაფერი ჰგავს სიგიჟეს, რომელიც იმდროინდელ ძალადობაში ადეკვატური იყო. დღეს აღარ არის ადეკვატური, რადგან ვცხოვრობთ უწყნარეს, უმშვიდეს სახელმწიფოში”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.